Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2022

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაშალა, ვადამდელი არჩევები 70 დღეში გაიმართება

0
იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ დაშალა პარლამენტის ორივე პალატა. მატარელამ გამოაცხადა, რომ შესაბამის დეკრეტს ხელი მოაწერა 21 ივლისს საღამოს, რომში.


პრეზიდენტის თქმით, ის პოლიტიკურმა ვითარებამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.


კონსტიტუციის თანახმად, იტალიამ 70 დღეში უნდა აირჩიოს ახალი პარლამენტი. კენჭისყრა დაგეგმილი იყო 2023 წლის გაზაფხულისთვის. დრაგის უკვე ერთი კვირის წინ სურდა გადადგომა, როცა მას პოპულისტურმა მმართველმა პარტიამ, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ,“  მხარი არ დაუჭირა უნდობლობის ვოტუმის გამო კენჭისყრაში.


პირველ ჯერზე, იტალიის პრეზიდენტმა დრაგის გადადგომა არ მიიღო და პარლამენტთან კონსულტაცია შესთავაზა. 20 ივლისს სენატმა 95 ხმით 38-ის წინააღმდეგ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა, თუმცა, მან ვერ მოიპოვა ფართო მხარდაჭერა. 


იტალიაში სამთავრობო კრიზისის ესკალაცია მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მინისტრთა კაბინეტისა და მმართველ კოალიციაში მყოფი პარტიების უთანხმოების გამო.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса