Добавить новость
ru24.net
World News
Август
2022

რუსეთი უკრაინის ომში მოხალისეებისთვის გადახდის პირობებს ცვლის

0
უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში მოხალისეთა ახალ ბატალიონებს ქმნიან, ამგვარ ქვედანაყოფებში გაერთიანების მსურველებს ერთჯერადად 300 ათასი რუბლის (დაახლოებით 5 ათასი აშშ დოლარი) ანაზღაურებას სთავაზობენ, მაშინ როცა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად რუსეთის ზოგ რეგიონებში მოხალისეებს ანაზღარება გადაუვადეს.


ბაშკირეთში მოხალისეებს 90 დღით გაუყინეს ერთჯერადად მისაღები 200 ათასი რუბლი (3 200 აშშ დოლარი), ამის შესახებ რეგიონის ადმინისტაცია უწყება. 2 ათასი რუბლის ოდენობის ყოველდღიურ ანაზღაურებას კი თვეში ერთხელ გასცემენ. სარატოვის ორი ქვედანაყოფის მოხალისეები კი 150 ათას რუბლს (დაახლოებით 2500 აშშ დოლარი) მიიღებენ, მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის შემდეგ, აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.


ISW-ის ექსპერტების მოსაზრებით, გადახდის პირობების ცვლილება შესაძლოა ხელისუფების შიშით იყოს განპირობებული, რომ მოხალისეები ფულის მიღების შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად არ წავლენ. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, რეგიონებს საკმარისი სახსრებიც არ აქვთ ახალწვეულთათვის დაუყოვნებლივ გადასახდელად.


გასული კვირის ბოლოს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ჩუვაშეთის ბატალიონ "ატალის" 40-ზე მეტმა მოხალისემ რესპუბლიკის მეთაურს უჩივლა ხელშეკრულებით გათვალისწინებილი თანხის გადაუხდელობის გამო. მოხალისეებს 11 ივლისს, ხელშეკრულების დადებისთანავე 50 ათასი რუბლის გადახდას დაჰპირდნენ, დანარჩენი  თანხა კი სამთვიანი სამსახურის შემდეგ  უნდა მიეღოთ.


მებრძოლების განცხადებით, არც ერთჯერად თანხა და არც დღიური დახმარება მიუღიათ, რომელიც 2000 რუბლი უნდა ყოფილიყო.


2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის რეგიონებში მოხალისეთა ქვედანაყოფების  ჩამოყალიბება დაიწყო, თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმეული კონტაქტი ითვალისწებს  მოხალისეთა ანაზღუარებას, ასევე შემწობას  მათი ოჯახის წევრებისვის, ომში დაჭრისა და დაღუპვის შემთხვევაში.


მოხალისეთა ქვედანაყოფების დაკომპლექტება „ფარული მობილიზაციის“ ერთ-ერთ ფორმად იქცა. მას ახორციელებენ არა მხოლოდ სამხედრო კომისარიატები, არამედ კერძო სამხედრო შენაერთები, როგორიცაა მაგალითად  "ვაგნერი"


ივლისის დასაწყისში იუწყებოდნენ, რომ პეტერბურგის კოლონიებში მყოფი მსჯავრდებულების რეკრუტირებაც დაიწყო. ექვსთვიანი სამსახურის განმავლობაში პატიმრებს, სავარაუდოდ, ამნისტიას და  200 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასს ჰპირდებოდნენ.


გარდაცვალების შემთხვევაში მოხალისეთა ოჯახებს კომპენსაციის სახალით 5 მილიონ რუბლს (დაახლოებით 82 ათასი აშშ დოლარი) უხდიან. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова не смогла выйти в третий круг турнира в Индиан-Уэллсе






«Она не такая»: Mr. Edmon подарил слушателям новую песню в преддверии 8 Марта

Особые экономзоны создадут в Московской, Вологодской и Новосибирской областях

Мужчина провалился под лед на Москве-реке в районе Покровское-Стрешнево

Депутат Кузнецова: в России будут строить города с инфраструктурой для семей