Добавить новость
ru24.net
World News
Август
2022

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულ რუსებზე კამპანია ქსენოფობიას აღვივებს

0
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა და ვიზის გაცემის რიცხვი არ შეცვლილა.


"2020 და 2021 წლის აღება რომ ხდება ეს არარელევანტურია, იმიტომ, რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... ეს ხომ არ არის ახალი კამპანია, მარტშიც იყო ეს კამპანია და ვნახეთ ამან სანამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. აი, ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია. და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართულა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს", - აცხადებს პაპუაშვილი.


მისივე თქმით, კვლევებითაც დასტურდება ქვეყანაში ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად, არიან IT-ის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროდან.


"ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.


შსს-ს მონაცემებით, ივნისში საქართველოში რუსეთის დაახლოებით 135 000 მოქალაქე შემოვიდა.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Скончался 19-кратный победитель турниров «Большого шлема» Фред Столл






В СЗАО Москвы построят дом по программе реновации

В Мурманской области за пять лет отремонтировано более 1200 дворовых проездов

В Подмосковье за неделю опубликовали еще более 20 социально значимых закупок

Московская неделя моды: каким событие будет в этом году