Добавить новость
ru24.net
World News
Август
2022

გვენეტაძე: ინფლაცია ნელი ტემპით შემცირდება და მიზნობრივ დონეს ერთი წლის შემდეგ დაუახლოვდება

0
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, არსებული ინფლაცია ნელი ტემპით შემცირდება და მიზნობრივ დონეს (3%-ს) ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის შუაში დაუახლოვდება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც, ასევე გააჟღერა, რომ ინფლაციის შემცირების ინსტრუმენტი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელი, 11% რჩება.


კობა გვენეტაძემ ინფლაციის ზრდის ფაქტორებიც განმარტა:



"საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია.
ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალია და 11,5 პროცენტს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზეა და მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე".


მანვე დაამატა, რომ ინფლაციის უფრო სწრაფად შემცირებას მზარდი ერთობლივი მოთხოვნა აფერხებს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მაღალ მოხმარებას შეაქვს:


"ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს, რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც ბოლო თვეებში ფულადი გადმორიცხვების რეკორდული დონე, აღდგენილი ტურიზმი და მაღალი დაკრედიტებაა".


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს, 3 აგვისტოს გაიმართა, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.


კობა გვენეტაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით რისკები საკმარისად არ შერბილდება. მანვე არ გამორიცხა, რომ თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება.


დღესვე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ინფლაციაზე განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა - ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით გაიზარდა.




რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციია 7%-ია.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Скончался 19-кратный победитель турниров «Большого шлема» Фред Столл






СК возбудил уголовное дело в отношении стрелявшего в подростков в Москве мужчины

Москвичи приняли развевающийся пакет за сбежавшую из зоопарка обезьяну

Почти 260 спортсменов поучаствовали во Всероссийском фестивале прыжков с шестом в Москве

Арест вышел за срок давности // Обвиняемые в хищении средств банка «Таурус» освобождены из СИЗО