ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა, იგი 11%-ია
მისი განმარტებით, ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალი, 11,5%-ია. ასევე, განაცხადა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურები მიუხედავად, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება:
"მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების - თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით - ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.
ინფლაციის უფრო სწრაფად შემცირებას მზარდი ერთობლივი მოთხოვნა აფერხებს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მაღალ მოხმარებას შეაქვს... - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით რისკები საკმარისად არ შერბილდება. მანვე არ გამორიცხა, რომ თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება.