Добавить новость
ru24.net
World News
Август
2022

აშშ და ტაივანი შეთანხმდნენ პროვოკაციების განსახორციელებლად, ჩინეთი კი იძულებული გახდა, ემოქმედა მხოლოდ თავდაცვის მიზნით – ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი

0

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელიოსის ვიზიტს ტაივანში მკაცრად გმობს ჩინეთი, სადაც აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯისთვის შტატები მაღალ საფასურს გადაიხდის.

ოფიციალურმა პეკინმა მკაცრ ზომებს უკვე მიმართა და ტაივანის მახლობლად სამხედრო წვრთნები დაიწყო. გარდა ამისა, ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, კუნძულთან ვაჭრობა ნაწილობრივ შეაჩერა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად შტატების ელჩი უწყებაში დაიბარა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჰუა ჩუნიინგი ამბობს, რომ შტატები და ტაივანი შეთანხმდნენ პროვოკაციების განსახორციელებლად, ჩინეთი კი იძულებული გახდა ემოქმედა მხოლოდ თავდაცვის მიზნით.

“შეერთებული შტატების ქმედებები ეს არის თეთრისა და შავის არევა. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა შტატების ჰეგემონური მენტალიტეტი და განგსტერული ლოგიკა, ანუ მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. მოაწყონ პროვოკაციები, მაგრამ სხვებს არ უნდა ჰქონდეთ უნარი მათ წინააღმდეგობა გაუწიონ და თავდაცვის ზომები მიიღონ. შტატები და ტაივანი შეთანხმდნენ პროვოკაციების განსახორციელებლად, ჩინეთი კი იძულებული გახდა ემოქმედა მხოლოდ თავდაცვის მიზნით. შტატების არაკეთილსინდისიერი ქცევის ფონზე და ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების ფონზე, ჩვენი მხრიდან გამართლებული და აუცილებელი ნაბიჯი იქნება კონტრზომების მიღება. ეს არის ყველა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს უფლება,” – აცხადებს ჰუა ჩუნიინგი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მუქარის ფონზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანშია. ის უკვე შეხვდა საპარლამენტო დელეგაციას და ტაივანის პრეზიდენტს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა და ყურადღება ტაივანის მხარდაჭერის დემონსტრირებაზე გაამახვილა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина за 26 минут оформила разгром на турнире за 4 миллиарда






«Мы вместе!» Shaman подтвердил, что встречается с Екатериной Мизулиной

В Чехове возбуждено дело по факту гибели четырех человек на пожаре

Школа № 2075 в Краснопахорском отмечает юбилеи

Британский дипломат в Москве лишен аккредитации за предполагаемую разведдеятельность