პელოსიმ დაასრულა ტაივანში ვიზიტი, კიდევ ერთხელ განაცხადა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა მისი დემოკრატიისადმი
"დღეს მსოფლიო არის დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არჩევანის პირისპირ" - თქვა პელოსიმ მოკლე გამოსვლაში, ტაივანის პრეზიდენტთან, ცაი ინვენთან შეხვედრის შემდეგ. "ამერიკის მიზანსწრაფვა შეინარჩუნოს დემოკრატია, აქ, ტაივანში და მსოფლიოს გარშემო, ურყევია" - განაცხადა მან.
ჩინეთი ტაივანს განიხილავს ურჩ პროვინციად, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით უნდა იყოს ანექსირებული - და აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ტაივანს შორის კონტაქტებს მიიჩნევს მცდელობად გაძლიერდეს კუნძულის დე-ფაქტო დამოუკიდებლობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობს. აშშ-ის ოფიციალური პირები ამ განაცხადს უარყოფენ.
პელოსის ვიზიტმა კიდევ უფრო მეტად დაძაბა აშშ-ჩინეთის ურთიერთობა, მისი მაღალი რანგის გამო - როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის. ბოლო 25 წლის განმავლობაში პელოსი წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერია, რომელიც ტაივანს ესტუმრა, მანამდე იქ ნიუტ გინგრიჩი იმყოფებოდა ვიზიტით, 1997 წელს.
პელოსის თქმით, ტაივანის მიმართ მხარდაჭერა კონგრესში ორივე პარტიას მოიცავს.