გიორგი ფოფხაძე: ამ რუს ტურისტზე რომ მოთქვამთ, უკაცრავად და რამე გააკეთეთ იმისთვის რომ ფრანგი, გერმანელი, დანიელი ან ნორვეგიელი ტურისტი შემოსულიყო ქვეყანაში?..
0
“ამ რუს ტურისტზე რომ მოთქვამთ, უკაცრავად და რამე გააკეთეთ იმისთვის რომ ფრანგი, გერმანელი, დანიელი ან ნორვეგიელი ტურისტი შემოსულიყო ქვეყანაში?..
ოო მაშინ სუსკაც.
რა ტურისტზე გათვლილი იფრასტრუქტურაც და ფასებიც შექმენით, ის ტურისტიც გყავთ
აბა ფრანგი და გერმანელი რომ შემოვიდეს ა) სასტუმროები უნდა შეესაბამებოდეს იმ “ვარსკვლავებს” რაც მიტყეპებულია მათზე.
ბ) იმ სასტუმროების რესტორნების და ახლომახლოს განლაგებული რესტორნისმსგავსი “ზავედენიების” გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა გქონდეთ ევროპულად გაკეთებულ-განვითარებული.
გ) რესტორნებში შუფუთინსკის და ქართველი ტაშაღლარების მუსიკა კი არ უნდა ღმუოდეს ბოლო ხმაზე, არამედ რესტორანი უნდა ჰგავდეს რესტორანს და ხალხი დასაჯდომათ, ერთმანეთში სასაუბროდ, დასასვენებლად და გემრიელად საჭმელად უნდა მოდიოდეს, მშვიდ და წყნარ გარემოში
დ) რესტორნისმგავსი ზაბეგალოვკების ფასები სამჯერ არ უნდა აღემატებოდეს მონაკოს “კაფე დე პარის” და ონფლორის “რესტორან დე შატოს”-ს ფასებს.
ე) პიაჟებზე პლასტმასის ევრონახევრიანი შეზლონგები არ უნდა ღირდეს ათი ლარი საათი და ერთი ქილა ოც ცენტიანი კოკა კოლა ან ყავის ნარეცხი 15 ლარი.
ვ) სუპერმარკეტებში ფასები პარიზის “გალერი ლაფაეტის” ან მიუნხენის მარიანსპლაცის “ტენგელმანის” ფასებს არ უნდა ისვამდეს ჯიბეში და ევრო და ათ სანტიმიან მდნარ ყველ “პრეზიდენტს” ცხრამეტი ლარი არ უნდა ედოს ფასი.
ზ) ხო რაც მთავარია ლოვკოსტი მფრინავი ავტობუსი “ვიზიარის” ფასები არ უნდა უჯოკრავდეს “ლუფტჰანსას” და “კატარ აირლაინის” ფასებს..
ევროპელი ტურისტი რუსის მენტალობის არაა და მაგათგან განსხვავებით “ნებისმიერ ფასს” არ გადაიხდის..
ასე რომ, რაც დათესეთ იმას იმკით და მორჩით ახლა ღრიალს” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.