ირანელ ფეხბურთელს, ალი ქარიმის, ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლებისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ
![ირანელ ფეხბურთელს, ალი ქარიმის, ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლებისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ](https://gdb.rferl.org/91647547-4AE1-498B-BE1F-6075B28B2920_w800_h450.jpg)
ირანული მედია და პოლიტიკოსები ფეხბურთელ ალი ქარიმის, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო პროტესტის გაღვივებაში ადანაშაულებენ. დუბაიში მცხოვრები ქარიმი, ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, სოციალურ ქსელებში თავისი პოსტების გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.
მან დაგმო 22 წლის ქალთა უფლებების დამცველის, მაჰსა ამინის, მკვლელობა. ის მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო და თვითმხილველების თქმით, ის სასტიკად სცემეს პოლიციის მანქანაში, რის შემდეგაც ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფეხბურთელმა ასევე მხარი დაუჭირა პროტესტის მონაწილეებს, განსაკუთრებით ქალებს, და არმიას მოუწოდა, არ დაეშვათ "უდანაშაულო სისხლის დაღვრა". "ნუ გეშინიათ ძლიერი ქალების. შეიძლება, დადგეს დღე, როცა ისინი გახდებიან თქვენი ერთადერთი არმია", - დაწერა კარიმიმ ტვიტერზე.
მან ასევე ურჩია ირანელებს, გამოიყენონ VPN-ის მომსახურება, რათა გვერდი აუარონ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს კომუნიკაციის სფეროში, რაც გაძლიერდა პროტესტის ფონზე გაძლიერდა.
მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. ეს ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალი წლის განმავლობაში.
თეირანში და ბევრ სხვა ქალაქში, ხალხი თავს ესხმის პოლიციის განყოფილებებს, იპყრობს სამთავრობო შენობებს, ქალები საჯაროდ იჭრიან თმას და წვავენ თავსაფრებს სულ მცირე, 57 ადამიანი დაიღუპა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებისას. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა დაადასტურა, რომ ძირითადად სამშვიდობო საპროტესტო აქციების დასაშლელად, ირანის უსაფრთხოების ძალები ხალხს საფანტსა და სხვა ლითონის ბურთებს ესვრიან, იყენებენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს და დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემენ. ორგანიზაციამ გაეროს მოუწოდა ირანის უშიშროების ძალების წარმომადგენლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოძიებისკენ.
ირანის ხელისუფლება, თავის მხრივ, უარყოფს ბრალდებებს სასტიკ რეპრესიებში, რომელთა შედეგადაც ათობით ადამიანი იქნა მოკლული და 1200 - დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შეიქმნა საგანგებო სასამართლოები მომიტინგეების საქმეთა განსახილველად, რომლებიც, ხელისუფლების მტკიცებით, "საზღვარგარეთიდან იყვნენ დაქირავებული". 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ მიღებული წესების თანახმად, ქალებს მოეთხოვებათ მოკრძალებულად ჩაცმა საზოგადოებაში, თავსაფრისა და გრძელი, გაშვებული ხალათის ტარება. წესების დაცვას თვალყურს ადევნებს მორალის პოლიცია, რომელშიც შედიან როგორც კაცები, ისე ქალებიც.