Добавить новость
ru24.net
World News
Октябрь
2022

ირკუტსკში Су-30 სახლს დაეცა

0
„სამხედრო თვითმფრინავი დაეცა ირკუტსკში საცხოვრებელ სახლს“, განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა.


„წინასწარი მონაცემებით, „Су“-ს კატეგორიის თვითმფრინავი ირკუტსკში ორსართულიან სახლს დაეცა. გავდივარ ადგილზე", -  დაწერა კობზევმა სოციალურ ქსელში.


Telegram-არხებზე ქვეყნდება ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩენილი ხანძარი.


რუსეთის მედიის ცნობით, სავარაუდოდ კატასტროფა განიცადა Су-30-მა, რომელიც ავიაქარხნიდან აფრინდა, შემთხვევა კი ირკუტსკის ნოვო-ლენინოს მიკრორაიონში მოხდა.


დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.


ერთი კვირის წინ, კრასნოდარის მხარის ქალაქ იეისკში Су-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ვარდნისას  სამხედრო თვითმფრინავი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეხო.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса