Добавить новость
ru24.net
World News
Октябрь
2022

პალესტინელთა ექსტრემისტული ჯგუფი ისრაელს ადანაშაულებს მაღალი რანგის წევრის მკვლელობაში

0
პალესტინელთა ექსტრემისტულმა ჯგუფმა ისრაელს ბრალი დასდო ჯგუფის მაღალი რანგის წევრის მკვლელობაში, მიზანმიმართული შეტევით დასავლეთის სანაპიროს ქალაქში და მზარდი დაძაბულობის ფონზე გამოვიდა მუქარით, რომ ამ მკვლელობას მკაცრად გასცემს პასუხს. 


"ლომთა ბუნაგის" სახელით ცნობილი ჯგუფის ლიდერი, ტამერ კილანი დაიღუპა მასთან ახლოს მდებარე მოტოციკლზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 23 ოქტომბერს გამთენიისას. აფეთქება მოხდა ქალაქ ნაბლუსში, სადაც პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის თითქმის ყოველდღიურად ხდება შეტაკებები. 


ისრაელის არმიამ უარი თქვა აფეთქების შესახებ განცხადების გაკეთებაზე და განაცხადა, რომ ის "მუდმივად მუშაობს ტერორის წინააღმდეგ". 


ინციდენტის ფონია დაძაბულობა, რომელიც გაღრმავდა მარტიდან, ისრაელის ძალების მხრიდან დასავლეთის სანაპიროზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ - რაც იყო პასუხი ისრაელზე პალესტინელების მიერ მიტანილ იერიშებზე. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса