სენატორი: თავშესაფრის მაძიებელი ორი მამაკაცი მობილიზაციას გამოქცეული მკვიდრი ციმბირელია
"ისინი თავიანთ სიცოცხლეზე შიშობდნენ რუსეთის გამო, რომელიც უკრაინაში გასაწვევად უმცირესობების ჯგუფებს იღებს სამიზნედ" - თქვა ლისა მურკოვსკიმ 22 ოქტომბერს.
მამაკაცები 4 ოქტომბერს ნავით ჩავიდნენ გამბელისთან ახლოს, შორეულ დასახლებასთან წმინდა ლავრენტის კუნძულზე, რომელიც 58-მდე კილომეტრითაა მოშორებული ციმბირის ჩუკოტკის ნახევარკუნძულისგან. ამ ინციდენტმა შტატის კანონმდებლებს უბიძგა ფედერალური მთავრობისთვის დამატებითი დახმარების თხოვნისკენ, თუკი ალასკას კიდევ უფრო მეტი რუსი შეაფარებს თავს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე.
რუსეთი ათასობით მამაკაცმა დატოვა მას მერე, რაც პუტინმა სექტემბერში მობილიზაცია გამოაცხადა, საიმისოდ, რომ უკრაინაში რუსეთის შემცირებული ძალების შესავსებად გაწვეულ იქნეს 300 000-მდე სამხედრო.
