კურსკის ოლქში ააგეს თავდაცვის ორი ხაზი
მისი თქმით, გამაგრების სამუშაოები ჩატარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და კურსკის ოლქის სასაზღვრო უწყებასთან თანამშრომლობით.
სტაროვოიტი ტელეგრამით აქვეყნებს რამდენიმე ფოტოს, რომლებზეც ასახულია გამაგრებები და იარაღი. "მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ შეტევას ჩვენს ტერიტორიაზე" - წერს გუბერნატორი.
კურსკის ოლქში 19 სექტემბრიდან მოქმედებს რეაგირების საშუალო დონე.
შაბათს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის კონსტრუქციების აშენება დაიწყო უკრაინასთან მოსაზღვრე სხვა რეგიონშიც - ბელგოროდის ოლქში. გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამით გამოაქვეყნა ბეტონის კონსტრუქციების ფოტო, რომლებსაც, როგორც წესი, ანტისატანკო აღჭურვილობად იყენებენ. გლადკოვს არ დაუკონკრეტებია სად განათავსებენ ამ კონსტრუქციებს.
უკრაინასთან მოსაზღვრე ოლქები დროდადრო სროლის ქვეშ ხვდება. უკრაინა არც ადასტურებს და არც უარყოფს შეტევებში თავის მონაწილეობას.
