უკრაინა იუწყება რუსეთის გეგმაზე დაბლოკოს კავშირი ხერსონში
ცენტრი ადგილობრივ მცხოვრებთ მოუწოდებს ქალაქი დატოვონ და უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ.
ასეთ ფონზე, რუსეთს ხერსონის მოსახლეობა მასობრივად გადაჰყავს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და აცხადებს "ფრონტზე შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე".
დნეპრის გავლით გადაზიდვებზე უკრაინის ძალების დარტყმებმა მნიშვნელოვნად გაართულა მდინარის მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსი სამხედროების მომარაგების პროცესი. ვარაუდობენ, რომ მათ გაუჭირდებათ პოზიციების შენარჩუნება.
რუსეთი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად უტევს უკრაინის ელექტროენერგიის სადგურებს, წყლის მიწოდების სისტემებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მძიმედ დაზიანებულია ქვეყნის ელექტროენერგიის სისტემის 40 პროცენტი - აცხადებს კიევი.
