Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2023

ევროკავშირის 12 პირობა: სად ვართ ახლა GRASS-ის შეფასებით?

0
ევროკავშირის 12 პირობა: სად ვართ ახლა GRASS-ის შეფასებით?

“...12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით”, - თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის მიწურულს, წლიური ანგარიშის წარდგენისას.

საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს სხვანაირად ხედავს სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი. “რა გააკეთა საქართველომ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად და სად ვართ ახლა?“ - ორგანიზაცია GRASS-მა ეს საკითხი პუნქტებად შეაჯამა. მათი შეფასებით, 12-დან მხოლოდ ერთი პუნქტია შესრულებული, 6 - შეუსრულებელი, დანარჩენი კი მეტწილად, ან ნაწილობრივ შესრულებული.

“ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე, რომელიც მკვლევრის სტატუსით მონაწილეობდა GRASS-ის დოკუმენტის შექმნაში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ დაინახოს ამ რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება და ქვეყნის მოძრაობის ტრაექტორია.

“მე ვფიქრობ, ევროკომისია შეხედავს ზოგადად, არა ერთ კონკრეტულ პუნქტს, რა შესრულდა და რა - არა, არამედ, საერთო ჯამში, დინამიკას და მოძრაობის ტრაექტორიას. იქ არის საკითხები, რომელზედაც შეიძლება, ჩაითვალოს, რომ შესრულდა, მაგრამ იყოს დარჩენილი საკითხები, მაგალითად, 5 ივლისის თემა, რაც თუკი არ მოგვარდა, არ შეიძლება, ჩაითვალოს სრულად შესრულებულად. ასევე, არის თემები, რაზედაც ევროკავშირში არაა მოლოდინი, რომ სრულად შესრულდება, მაგალითად, ესაა მართლმსაჯულების გამჭვირვალობა, დროის ფაქტორის გამო, უბრალოდ, აქ არის მნიშვნელოვანი, ევროკავშირმა დაინახოს პოლიტიკური ნება, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს”, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე. კითხვაზე, რისი შესრულების გარეშე ვერ მიიღებს საქართველო სტატუსს, იგი ასახელებს ომბუდსმენის არჩევის თემას. “[ომბუდსმენის არჩევა] უკავშირდება დეპოლარიზაციის თემას, აქ საჭიროა თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის თემას. თუ ეს ყველაფერი არ იქნება, ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვლება, ანუ ძალიან საკვანძო საკითხია”.

#1 დეპოლარიზაცია

19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის.

 

ანგარიშში შეფასებულია, რომ ეს პუნქტი არ შესრულდა და, მეტიც, პოლიტიკური პოლარიზაცია გაიზარდა.

სად ვართ ახლა?

“ქართული ოცნება აცხადებს, რომ ეს პრიორიტეტი ოპოზიციამ უნდა შეასრულოს და არა მთავრობამ;

ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ თავდასხმები უფრო ინტენსიურია;

ქართულმა ოცნებამ ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა. ამასთან, ის დასავლეთს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკულ მედიას საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის სურვილში ადანაშაულებს;

ოპოზიცია ქართულ ოცნებას ხშირად “რუსეთის მონებს" და “მოღალატეებს” ეძახის;

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლარიზაციის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი შექმნა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია;

პარლამენტში ძალაუფლების განაწილება შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად არ მომხდარა;

საარჩევნო ბარიერი 2%-მდე არ შემცირებულა;

12 პრიორიტეტის შესრულებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ყველა ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა“.

#2 საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები

ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, მათი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულების გაძლიერება, საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება.

 

ორგანიზაცია ამ პუნქტს ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნევს ცესკოს თავმჯდომარის ვერარჩევის გამო.

სად ვართ ახალა?

“ქართული ოცნების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა;

მიიღეს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, მათ შორის, ბიულეტენების ელექტრონულ დათვლაზე, პარტიების დაფინანსებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, საარჩევნო ადმინისტრაციაზე, საჩივრებზე, გადათვლაზე, მარკირებაზე, არჩევნების დაკვირვებაზე;

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია;

გენერალური აუდიტორის დანიშვნის წესის ცვლილება არ განუხილავთ;

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირების პირობად კანდიდატის სტატუსის მიღება დაასახელა“.

#3 დამოუკიდებელი სასამართლო

მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია... იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა. გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის ცვლილება.

 

GRASS-ის მოსაზრებით, არც ეს პრიორიტეტი არ არის შესრულებული, რადგან გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების მიუხედავად, მოსაგვარებელი რჩება, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის გადახედვა და იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების დანიშვნა.

სად ვართ ახლა?

“ქართულმა ოცნებამ სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა და ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნა;

ინიცირებულ პაკეტს ყველა ოპოზიციური პარტია აკრიტიკებს;

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ გაითვალისწინა;

გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურა ქართულ ოცნებასა და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსით შეიცვალა;

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს“.

#4 ანტიკორუფციული ზომები

გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა. საგულდაგულოდ გადაიჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები. აღიჭურვოს ახლად დაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება.

 

დოკუმენტში მეოთხე პრიორიტეტი მიჩნეულია ნაწილობრივ შესრულებულად, რადგან ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან, ასევე უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქცია.

სად ვართ ახლა?

“ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ანტიკორუფციულ ბიუროზე სამართლებრივი ცვლილებები მიიღო;

ბიუროს ხელმძღვანელს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შერჩეული იქნება კონკურენტული პროცესით, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით;

ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია, რომ ანტიკორუფციული ბიურო საგამოძიებო ფუნქციებით აღეჭურვა;

იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური გარანტიები ცვლილებით გაფართოვდება”.

#5 დეოლიგარქიზაცია

დეოლიგარქიზაციის პირობის ერთგულება, რაც მიღწეული უნდა იყოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია შეუსრულებლად მიიჩნევს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას. მათი შეფასებით, ამ მხრივ, საჭიროა ისეთი ინსტიტუციური რეფორმები, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ხელისუფლებაზე ოლიგარქიულ კონტროლს. სამოქალაქო სექტორის აზრით, ამ მიზნის მისაღწევად ევროკომისიის 12 მოთხოვნიდან, დანარჩენი 11-ის სრულად შესრულებაა საჭირო.

სად ვართ ახლა?

“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ორი მოსმენითაა მიღებული და გადაეგზავნა ვენეციის კომისიას;

ნაციონალური მოძრაობის წარდგენილი კანონპროექტი არ განხილულა და ვენეციის კომისიაში არ გაგზავნილა;

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგნი არიან, რადგან, მათი აზრით, ეს მხოლოდ ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის მხარდამჭერებს შეეხება”.

#6 ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და სამართალდამცავი უწყებების ზედამხედველობა.

ევროკომისიის ეს პრიორიტეტი მეტწილად შესრულებულად ითვლებაო, წერს GRASS-ი. მათი შეფასებით, გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის საკითხები.

სად ვართ ახლა?

“ამ თემაზე სამუშაო ჯგუფმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ არსებული სიტუაცია შეაფასა;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც 76 გადასადგმელ ნაბიჯს მოიცავს, მაგალითად, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, ტრეფიკინგი და ფულის გათეთრება, კიბერდანაშაულები და ტერორიზმის დაფინანსება. განისაზღვრა პასუხისმგებელი ორგანოები და მათი შესრულების ვადები;

სამართალდამცავი უწყებების ზედამხედველობის გაძლიერების მხრივ რეგლამენტი შეიცვალა”.

#7 მედიის თავისუფლება

უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნისთვის. მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლისსამართლებრივი პროცედურები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს; ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარის შემთხვევებზე.

დოკუმენტის ავტორები შესრულებულად არ მიიჩნევენ არც მე-7 პრიორიტეტს მედიის თავისუფლებაზე. მათი თქმით, იმისათვის, რომ მედიის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს, აუცილებელია რიგი ნაბიჯები, მათ შორის, მედიის მფლობელების წინააღმდეგ გამოძიებების შეჩერება და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ორგანიზატორების დასჯა.

სად ვართ ახლა?

“ქართულმა ოცნებამ დადო პირობა რომ პარლამენტი პროკურატურასა და შსს-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე გამოძიებბეზე;

პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილება აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად;

სამოქალაქო საზოგადოებამ ეს კანონი გააკრიტიკა მისი მეშვიდე მუხლის გამო, რომ არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, მედია ვალდებული იქნება კომუნიკაციების კომისიის ჯარიმები გადაიხადოს მაშინაც, თუ კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული“.

#8 მოწყვლადი ჯგუფების დაცვა

სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით.

ავტორების აზრით, არ შესრულდა რეკომენდაცია მოწყვლად ჯგუფებზეც. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ასახელებენ 5 ივლისს ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობას.

სად ვართ ახლა?

“ქართული ოცნება მეშვიდე და მერვე პრიორიტეტებს აერთიანებდა და მხოლოდ შესაბამისი გამოძიებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პირობას დებს;

5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები არ დასჯილან;

მთავრობა აცხადებს, რომ აგრძელებს პოლიტიკის გატარებას, რათა გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის, მხარი დაუჭიროს ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლაში, ყველა დონეზე განათლების ხელმისაწვდომობაში, სახელმწიფო ორგანოებში სტაჟირების შესაძლებლობაში და მათ მშობლირ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში“.

#9 გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა

გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ.

ამ რეკომენდაციას მიიჩნევენ მეტწილად შესრულებულად, რადგან ცვლილებების მიუხედავად, გაუპატიურების განმარტება სტამბოლის კონვენციის შესაბამისად არ შეცვლილა.

სად ვართ ახლა?

“პარლამენტმა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონებში ცვლილებები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო;

მთავრობამ მიიღო დადგენილება ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ;

სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა გაუქმდა;

პარლამენტმა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია მიიღო;

ცვლილებებს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მხარს უჭერენ;

გაუპატიურების განმარტების შეცვლის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს, რაც გამოწვევად რჩება“.

#10 სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაღალ დონეზე უნდა ჩაერთოს.

GRASS-ის შეფასებით, ეს პირობა ნაწილობრივ არის შესრულებული - მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ არასამთავრობოები სამუშაო ჯგუფებში ჩართო, მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ გაითვალისწინა. ავტორები ამ ფაქტორს უმატებენ მმართველი გუნდის მუდმივ შეტევებს სამოქალაქო სექტორზე.

სად ვართ ახლა?

“არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში მიწვეულები იყვნენ, თუმცა შეზღუდული წარმომადგენლობით;

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფში ISFED-ის მონაწილეობა დაბლოკა;

ქართული ოცნებისა და სამთავრობო მედიის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია გრძელდება - მათ ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლასა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებენ, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათ ფინანსებსა და ქვეყნისადმი ერთგულებას. ამ კუთხით, კვლევაში მოყვანილია პოლიტიკური ჯგუფის, “ხალხის ძალის“ ინიციატივა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის შემუშავებაზე".

#11 ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება

მიიღონ კანონი, რომლის თანახმად ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.

მეთერთმეტე პრიორიტეტს ერთადერთ შესრულებულ პირობად მიიჩნევენ ავტორები, რადგან შესაბამისი კანონპროექტები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო პარლამენტმა.

სად ვართ ახლა?

“პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ქართულ სასამართლოებს პროაქტიულად გაითვალისწინონ ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში მოსამართლეთა კომპეტენცია გაიზრდება;

საქართველოს სასამართლოებში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც მოსამართლეებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს მიაწვდის;

ცვლილებები ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერითა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიიღეს”.

#12 დამოუკიდებელი სახალხო დამცველი

უზრუნველყოფილ იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ.

2022 წელს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია, სწორედ ამიტომ ამ პირობას შეუსრულებლად მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

სად ვართ ახლა?

“პარლამენტში ყველა კანდიდატის საჯარო მოსმენა გაიმართა;

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველა წარდგენილ კანდიდატს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების კანდიდატებს;

ქართულმა ოცნებამ საჯაროდ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორის კანდიდატების, გიორგი ბურჯანაძის და ანა აბაშიძის კანდიდატურების მხარდაჭერას არ აპირებენ;

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის მოსაძებნად და სახალხო დამცველის მრავალპარტიული მხარდაჭერით ასარჩევად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თუმცა, 2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა ვერ შეძლო.

ევროკომისია გაზაფხულზე შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას, ხოლო მისი დასკვნა 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. ამის შემდეგ, წლის ბოლომდე ევროკავშირის ლიდერები, ევროპული საბჭო შეაფასებს საქართველოს პროგრესს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Совладелец «ТЕХНОНИКОЛЬ» Игорь Рыбаков запустил на Дальнем Востоке бизнес-клуб «Эквиум»

Куда сходить москвичам и гостям столицы 13 июля - Мытищинский форсаж: часть вторая

S&P повысило прогноз по рейтингу «дочек» Freedom Holding Corp. до позитивного

Пожар в центре Москвы локализован на площади 600 квадратных метров


Профилактика утоплений

Россиянам предложили новый вид отдыха в Турции

Сеть клиник «Будь Здоров» приняла участие в VK Fest в Санкт-Петербурге

Программа «Цифровой инвестор» ГМК "Норникель" выходит на новый этап


‘I made it work that night’: Stevenson reflects on negative fan response as he readies for next outing

Portugal vs France – Euro 2024: Ronaldo and Mbappe have one last dance in quarter-final tie – stream FREE, TV, team news

Sky Sports issue grovelling apology to Nottingham Forest after Gary Neville’s ‘Mafia gang’ outburst

Ian Wright and Gary Neville go wild after Bellingham’s England equaliser… as eagle-eyed fans spot Roy Keane’s reaction


Языковые модели на основе искусственного интеллекта, повышение производительности сотрудников и экономия ресурсов: BIA Technologies обозначила основные тренды цифровой трансформации

Аналитики рассчитали стоимость владения электрокроссовером Evolute i-Jet

Боевая башня башенного комплекса Вовнушки (Ингушетия)

Шхеры полыхают...


The internet is not a free-for-all—we shouldn't let big tech companies wish copyright out of existence

Epic Games подала Apple заявку на возвращение Fortnite на iOS и запуск собственного магазина приложений в ЕС

Глобальную версию Mega Man X DiVE закроют к концу июля

Dead Space x Battlefield 2042 crossover event looks fun, even if it isn't quite what Dead Space fans have been hoping for



Пожар в центре Москвы локализован на площади 600 квадратных метров

Тонувшего молодого человека спасли на Восточном пруду

В Подмосковье росгвардейцы провели тематическую встречу с детьми

Заместитель генерального директора ГПМ Радио по дистрибуции и технологиям отмечен наградой «Медиа-Менеджер России – 2024»




ВТБ: в первом полугодии продажи автокредитов в России удвоились

Экономист: минимальный доход семьи в Москве должен начинаться от 150 тысяч руб

Воронежский «Буран» приступит к тренировкам на следующей неделе

Эксперты оценили, насколько высока роль доллара в современном мире


Сбер создал DS-команду из 2,7 тыс. сильнейших специалистов

Организатор выставки «Россия» Наталья Виртуозова обручилась в Железноводске

Психолог Хакимов посоветовал настраиваться на отпуск заранее

Алексей Скуратов представил результаты работы НЦМУ «Агротехнологии будущего»


Медведев едва не проиграл на неудобном корте Уимблдона. Россиянин с трудом вышел в третий круг

Уимблдон. 5 июля. Алькарас сыграет первым запуском на Центральном корте, Синнер – последним

Хачанов не смог выйти в третий круг Уимблдона, проиграв 220-й ракетке мира

Звезда «Гонки» Даниэль Брюль снимет байопик о немецком теннисисте Готфриде фон Крамме


Организатор выставки «Россия» Наталья Виртуозова обручилась в Железноводске

Квитанции ЖКХ станут пустые: пенсионеров освободили от этих выплат

Сбер создал DS-команду из 2,7 тыс. сильнейших специалистов

Уроженец Прикамья с гражданством США осужден за продажу наркотиков


Музыкальные новости

Орбакайте обратилась к Пугачевой со сцены в Израиле

Надежда Бабкина выступит в Гдове 3 июля

Певица Буланова призналась, что может усыновить ребенка

Диана Арбенина рассказала о смерти отца своих детей



Два человека заживо сгорели в микроавтобусе при ДТП на МКАД

Пожар в центре Москвы локализован на площади 600 квадратных метров

Заместитель генерального директора ГПМ Радио по дистрибуции и технологиям отмечен наградой «Медиа-Менеджер России – 2024»

В Подмосковье росгвардейцы провели тематическую встречу с детьми


У Владимира Путина и Нарендры Моди нашлось много общего // Россия и Индия перезапускают двусторонние отношения

Такого вы еще не видели: в России проходит кастинг на участие в самом удивительном конкурсе красоты

МИД Азербайджана назвал встречу Путина и Алиева полезной

«Терапия добра»: МТС Live с партнёрами откроет в Москве «Театр на Цветном»


Два человека сгорели в «Газели» при аварии на МКАД

Новые автобусы запустят в микрорайоне Алексеевская роща в Балашихе

Автомобиль загорелся на внешней стороне 18 километра МКАД

Два человека заживо сгорели в микроавтобусе при ДТП на МКАД


Ни одна тема не останется без внимания: что рассказали в России о предстоящей встрече премьер-министра Моди с Путиным

Путин предупредил о готовности России начать производство РСМД

Боррель: ЕС исключает контакты с Путиным

У Владимира Путина и Нарендры Моди нашлось много общего // Россия и Индия перезапускают двусторонние отношения





Стоя или сидя: как поза при употреблении пищи влияет на пищеварение, рассказал гастроэнтеролог Садыков

Терапевт Чернышова рассказала, какие факторы влияют на развитие метеозависимости

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: как себя вести в жару, чтобы помочь коже

Главный нейрохирург Пензы обучил врачей из Москвы лечить детей с ДЦП


Путин и Зеленский отвергли идею Орбана о прекращении огня

Песков не подтвердил и не опроверг возможность визита Орбана в Москву

В Киеве заявили, что Зеленский оскорбил Карлсона, внезапно отказав ему в интервью

Путин намекнул: Капитуляцию придётся подписывать в Киеве, а не посредникам


«Истинная страсть!»: Конор Макгрегор поддержал заплакавшего на поле Роналду

Команда Росгвардии победила на всероссийских соревнованиях общества «Динамо» по легкоатлетическому кроссу

Иванникова Наталья прошла в полуфинал конкурса «Лидеры строительной отрасли»

Футбольный панна-турнир состоится в Благовещенске


Лукашенко поздравил народ США с Днем независимости

Лукашенко оценил вступление Белоруссии в ШОС

Лукашенко и Си Цзиньпин провели встречу в Астане

Лукашенко поздравил жителей США с Днем независимости



Собянин: московские школьники бесплатно посетили музеи города 3,3 млн раз

Собянин утвердил проект нового участка Рублево-Архангельской линии метро

Собянин: Путепровод от улицы Хачатуряна до Дубнинской будет достроен в этом году

Сергей Собянин утвердил проект нового участка Рублево-Архангельской линии метро


Россиянам посоветовали обращать внимание на мощность кондиционера перед покупкой

Грозы, ливни и начало похолодания пообещали москвичам 5 июля

В Подмосковье росгвардейцы провели тематическую встречу с детьми

Биолог Марьинский: богомолы станут частью фауны Москвы и Подмосковья


Квитанции ЖКХ станут пустые: пенсионеров освободили от этих выплат

Еще 10 тысяч домов Подмосковья подключили к газу с начала года

На выставке "Россия" на ВДНХ состоялся финал конкурса "Мисс Москва -2024"

Стоя или сидя: как поза при употреблении пищи влияет на пищеварение, рассказал гастроэнтеролог Садыков


Сергей Собянин утвердил проект нового участка Рублево-Архангельской линии метро

Николай Нестеров: «Архангельск ─ старейший порт России»

Архангельская область подключилась к проекту "Императорский маршрут"

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G


Героико-патриотическая выставка «И грянул бой, Полтавский бой!»

Михаил Ведерников поздравил владыку Тихона с днем рождения

Выставка-настроение «Семья, согретая любовью, всегда надежна и крепка»

Через города Кубани начинает курсировать двухэтажный поезд из Поволжья в Крым


Организатор выставки «Россия» Наталья Виртуозова обручилась в Железноводске

Алексей Скуратов представил результаты работы НЦМУ «Агротехнологии будущего»

Квитанции ЖКХ станут пустые: пенсионеров освободили от этих выплат

На выставке "Россия" на ВДНХ состоялся финал конкурса "Мисс Москва -2024"












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Рублёв впервые с 2021 года проиграл в первом круге турнира Большого шлема






Алексей Скуратов представил результаты работы НЦМУ «Агротехнологии будущего»

Уроженец Прикамья с гражданством США осужден за продажу наркотиков

На выставке "Россия" на ВДНХ состоялся финал конкурса "Мисс Москва -2024"

Организатор выставки «Россия» Наталья Виртуозова обручилась в Железноводске