Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News
Март
2023

სალომე ზურაბიშვილსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

0
სალომე ზურაბიშვილსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერს" წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას.

„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Открытый чемпионат Италии: Новак Джокович получил сильный удар после выхода в третий раунд после Корантена Муте | Теннисные новости






На Саратовскую областную инфекционную больницу подали в суд поставщики лекарств

Школу и детские сады построят в Царицыне по городской программе

ФК «Краснодар» в рамках 28-го тура РПЛ сыграет со «Спартаком»

Современный городской квартал построят в столичном районе Южное Бутово