NGO-ები ევროკომისარ ვარჰეის სთხოვენ, კანდიდატის სტატუსზე შუალედური შეფასება საჯარო იყოს
"ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას", - წერია მიმართვაში.
2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანას 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
ღია საზოგადოების ფონდი; კავშირი საფარი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისი პრაიდი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; მწვანე ალტერნატივა; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD); საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); სამართლიანი არჩევნები (ISFED).
