Добавить новость
ru24.net
World News
Март
2023

“დერუსიფიკაციის“ ფარგლებში კიევში სახელები შეუცვალეს ლევ ტოლსტოის მოედანსა და იური გაგარინის პროსპექტს

0
კიევის საკრებულოს დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს დედაქალაქის 16 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდება, - იტყობინება კიევის მერიის პრესსამსახური.



ამ ცვლილებების შედეგად, კერძოდ, ლევ ტოლსტოის მოედანს ეწოდა უკრაინელი გმირების მოედანი;
ლევ ტოლსტოის ქუჩას - ჰეტმან პაველ სკოროპადსკის ქუჩა;
იური გაგარინის გამზირს- ლეონიდ კადენიუკის გამზირი;
მარინა ცვეტაევას ქუჩას - ალექსანდრა ექსტერის ქუჩა და სხვა


"კიევში დერუსიფიკაციის პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქს სამუდამოდ მოშორდეს საბჭოთა და რუსული სახელები და სიმბოლოები, რომლებიც აგრესორ ქვეყანასთან ასოცირდება. და ჩვენ ამას ვაკეთებთ", - აღნიშნა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

მისივე ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებიდან კიევის საკრებულოს დეპუტატებმა უკვე გადაარქვეს სახელები დედაქალაქის 288 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდებოდა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса