Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2023

პიეტრო ლო მონაკო: კვარაცხელიას კრიტიკა მოვისმინე, მაგრამ ასე მხოლოდ მარადონას ეთამაშებოდნენ

0

“პალერმოსა“ და „კატანიას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად მხოლოდ დიეგო მარადონას ეთამაშებოდნენ. ლო მონაკომ აღნიშნა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდზე ბევრმა გარემოებამ ცუდად იმოქმედა.

„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა მომდევნო ეტაპზე ვერგასვლა, მაგრამ არა იმდენად, რომ ყველაფერი კითხვის ქვეშ დავაყენოთ. კვარაცხელიაზე უარყოფითი კომენტარები მოვისმინე, მაშინ, როდესაც მიმაჩნია, რომ ორმაგი ან სამმაგი მეურვეობით მხოლოდ მარადონას ეთამაშებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ „ნაპოლისთვის“ თამაშში ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობდა. შეეძლოთ ჟელინსკით სიღრმიდან შეტევა, მაგრამ ვერ გააკეთეს, კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი იყო პოლიტანოს ტრავმა, რომელმაც თამაში მართლაც გამორჩეულად დაიწყო. ბევრი გარემოება იყო, რამაც „ნაპოლი“ დააზარალა“, – თქვა ლო მონაკომ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса