Добавить новость
ru24.net
World News
Май
2023

ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ საზღვარი უკრაინულმა "საბოტაჟის ჯგუფმა" გადაკვეთა, უკრაინელები რუს პარტიზანებზე მიუთითებენ

0
რუსეთში, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონოვსკის ოლქში გადავიდა უკრაინელთა "საბოტაჟის ჯგუფი", რომელიც რუსეთის ძალებმა მოიგერიეს.


პარალელურად, უკრაინული მედიასაშუალება, Hromadske ციტირებს უკრაინის სამხედრო დაზვერვას - რომ თავდასხმა განახორციელა რუსეთის ორმა შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა (RVC), რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებული. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი.


ტელეგრამის არხი Baza, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის უშიშროებასთან, აქვეყნებს ჰაერიდან გადაღებულ ჩანაწერს, რომელიც თითქოს აჩვენებს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ უკრაინულ დაჯავშნილ მანქანას.




ადგილიდან ცნობები შეწყდა დღის მეორე ნახევარში - მას მერე, რაც გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საგანგებო რეჟიმი აამოქმედა, რითიც ხელისუფლებას საშუალება მიეცა შეეზღუდა მოძრაობა და კომუნიკაციები.


კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზდიენტი ვლადიმირ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса