Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2023

„Юнистрим“-ს აშშ-მა სანქციები დაუწესა. საქართველოში გადარიცხვები შეჩერებულია

0
რუსულ ბანკს „Юнистрим“-ს, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორიცაა, აშშ-ში სანქციები დაუწესდა. კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავა „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა“ პარტნიორებთან შეუფერხებლად მუშაობის გასაგრძელებლად.


„Юнистрим“-ის,  სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულის გადარიცხვისთვის.


„Юнистрим“-ი ქართული ბანკის TBC-ის აპლიკაციაში გადარიცხვების სისტემების სიიდან უკვე გაქრა, გადარიცხვები შეჩერებულია  საქართველოს ბანკშიც იტყობინებიან საკრედიტო ორგანიზაციები. ეს არის საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი.


ტელეგრამ - არხის ბლოგერის ნიკოლაი ლევშიცის ინფორმაციით „Юнистрим“-თან თანამშრომლობა ყველა ქართულ ბანკს აქვს შეჩერებული.


2022 წელს ამ სისტემის გამოყენებით რუსეთიდან საქართველოში 11 მლნ დოლარი გადმოირიცხა.


„Юнистрим“ -ის გარდა ამერიკული სანქციები შეეხო „Тинькофф Банк“-ს, „Локо-Банк“-ს და ბანკს  "Солидарность"-ს „Тинькофф“,-მა  საქართველოში გადარიცხვები ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა.


აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველო ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса