დღე ისტორიაში – 3 აგვისტო
2017 წელს კამილა კაბელომ გამოუშვა თავისი ჰიტ სინგლი “Havana”.
2017 წელს რეპერმა კიდ კრეოლმა ნიუ-იორკში უსახლკარო კაცი დანით დაჭრა. რეპერი დააპატიმრეს.
2015 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოაცხადა თავისი ” სუფთა ენერგიის გეგმა” კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
2008 წელს მორგან ფრიმენის მანქანა რამდენჯერმე გადატრიალდა მისისიპის გზატკეცილზე. ორი დღის შემდეგ მას ოთხსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმებმა მხრისა და მკლავის ნერვის დაზიანება აღადგინეს.
2004 წელს თავისუფლების ქანდაკების კვარცხლბეკი ხელახლა გაიხსნა 2001 წელს მომხდარი 9/11 კატასტროფის შემდეგ.
2001 წელს რომანტიკული კომედია “პრინცესას დღიურები” გამოვიდა.
1994 წელს ტოკიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა, 102,4°F-ს (39,1°C).
1978 წელს დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ გახსნა თანამეგობრობის რიგით მე-11 თამაშები, რომელიც გაიმართა კანადაში, ედმონტონში.
1914 წელს გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს და ჯარის პირველი ტალღა გაგზავნა ბელგიაში, შეტევის დასაწყებად.
1859 წელს ამერიკაში ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია დაარსდა.
1108 წელს ლუი VI საფრანგეთის მეფე გახდა.
წყარო/ფოტო: The Fact Site