Добавить новость
ru24.net
World News
Август
2023

დანიისგან და ჰოლანდიისგან F-16-ის შესახებ პირობის მიღების შემდეგ, ზელენსკი ათენში ჩავიდა

0
21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა, ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკების გამართვისა და ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით. 


ათენში ზელენსკიმ შეხვედრა გამართა საბერძნეთის პრეზიდენტთან, კირიაკოს მიცოტაკისთან, მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა დანიასა და ჰოლანდიაში. საბერძნეთი შეუერთდა თავის ნატოელ და ევროკავშირის მოკავშირეებს და მყარად უჭერს მხარს უკრაინას, იქ შეჭრილ რუსეთის ძალებთან ბრძოლაში. საბერძნეთმა უკრაინას მატერიალური სამხედრო დახმარებაც გაუწია, დაჯავშნილი მანქანების და ტყვია-წამლის სახით. 


ზელენსკი შეუერთდება არაფორმალურ სადილს, რომლის მასპინძელიც მიცოტაკისი იქნება და რომელსაც დაესწრებიან ბალკანეთის ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი. შეხვედრაზე განიხილავენ დასავლეთ ბალკანეთის მომავალს ევროკავშირში - იუწყება მიცოტაკისის ოფისი. 


მანამდე, 21 აგვისტოს ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დანიის კანონმდებლებს მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ კიევს აღმოუჩინეს რუსეთთან ბრძოლაში. 


მოსკოვი აცხადებს, რომ დანიისა და ჰოლანდიის გადაწყვეტილება უკრაინას მიაწოდონ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები ომის ესკალაციას გამოიწვევს. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса