საფრანგეთის ულტრამემარჯვენე “ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში აშკარა გამარჯვება მოიპოვა. თუ ის 7 ივლისს, მეორე ტურში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე მთავრობა.