თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამო Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა
Iran Air-მა ფრენების შეწყვეტის შესახებ თავის მგზავრებს აცნობა სანქციების გამოცხადების შემდეგ, იტყობინება Euronews-ი.
Iran Air-ი სექტემბრამდე დაფრინავდა ვენაში, ჰამბურგში, ლონდონში, პარიზში, რომში, ფრანკფურტში და სხვა ქალაქებში. ირანში ფრენა შეაჩერეს ასევე ევროპის სხვა ავიაკომპანიებმა უსაფრთხოების მოსაზრებებით, შესაძლო საომარი მოქმედების შიშით.
მათ მიმართ საპასუხო სანქციები არ დაწესებულა.
სანქციები ევროკავშირმა ირანს დაუწესა 14 ოქტომბერს. საფუძვლად მოყვანილია რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება.
ფრენები Iran Air-ისთვის ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მას გაუყინეს ანგარიშები და აქტივები და ავიაკომპანიასთან შეუძლებელი გახდა ყოველგვარი კომერციული თანამშრომლობა, რაც მის საქმიანობას შეუძლებელს ხდის.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის ელჩი და პროტესტი გამოუცხადა შეზღუდვების გამო.