Добавить новость
ru24.net
World News
Октябрь
2024

ბუდანოვი: უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის 11 ათასი ჯარისკაცი იგზავნება

0
ამჟამად უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის აღმოსავლეთში მომზადებას გადის დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ქვეითი, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი.


„ისინი 1 ნოემბრისთვის იქნებიან მზად,“ განაცხადა ბუდანოვმა The War Zone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


რუსეთი უარყოფს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის რაიმე სახით მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ ომში.


გუშინ ბრიუსელში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება ამოქმედდეს 10 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.


ბუდანოვი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას გამოიყენებენ. მისი თქმით, 2600-კაციანი პირველი ჯგუფი თითქოს გაემგზავრება კურსკის ოლქში, რომლის ნაწილი უკრაინის ჯარებმა დაიკავეს აგვისტოში.




სამხრეთმა კორეამ პარასკევს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნა სერიოზულ მუქარას წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და რომ სეული ყოველი ხელმისაწვდომი საშუალებით მოახდენს რეაგირებას. ამის შესახებ ლაპარაკია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Российская теннисистка Калинская снялась с Открытого чемпионата Австралии






Вильфанд: температура воздуха в РФ до конца января будет очень высокой

Андрея Майорова назначили гендиректором «Мострансавто»

А вы знали? В Нижнем Тагиле жил участник культовой группы «Ласковый май», который первым исполнил мега-хит «Розовый вечер», выступление легендарного танцора Махмуда Эсамбаева вызвало невиданный ажиотаж, а Лариса Долина едва не отказалась выходить на сцену на юбилее КРЗ  

Граждане старше 80 лет и инвалиды первой группы будут получать надбавку к пенсии