Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

რუსეთი უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

0
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 1 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში ზოგიერთ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაანადგურეს 83 უკრაინული დრონი, მათგან 36 - კურსკის ოლქში, 20 - ბრიანსკში, 12 - ყირიმში, 8 - ვორონეჟის ოლქში, 4 - ორიოლში და 3 - ბელგოროდის ოლქში.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს იუწყება. მის ოფიციალურ შეტყობინებაში არაფერი იყო ნათქვამი სტავროპოლის მხარეზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინული დრონი „ჩამოვარდა" ქალაქ სვეტლოგრადის ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე. სტავროპოლის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის თანახმად, არავინ დაშავებულა.




რუსეთის ორიოლის ოლქის გუბერნატორ ანდრეი კლიჩკოვის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ორი სახლი, არავინ დაშავებულა.


რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის თანახმად, ქალაქ ბრიანსკში დრონმა დააზიანა მრავალბინიანი სახლი, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა.


რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შედეგების შესახებ გავრცელებული ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.


უკრაინას რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.




 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко проиграла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Дохе






Россиянам назвали стоимость организации свидания в День святого Валентина

Юрист Силкина назвала прорывом в отношениях с США возможный обмен Винника

Синоптик Шувалов предупредил о морозах до -20 °С в ряде регионов

Три человека погибли при пожаре в доме в Дмитрове