Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ესპანეთში უამინდობის და წყალდიდობის მსხვერპლის რიცხვი 200-ს გასცდა

0
ესპანეთში წყალდიდობისა და უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ზე მეტს მიაღწია, იტყობინება სამაშველო სამსახური. არსებული ცნობით, ბევრი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, არაერთ რეგიონში ჯერ დახმარებას არ მიუღწევია.


თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, კატასტროფის რეგიონში დამატებით იგზავნება 500 სამხედრო, რომლებიც სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში მონაწილე ძალებს, 1200 მაშველს, დაეხმარებიან. საჭიროების შემთხვევაში, მათი რიცხვი გაიზრდება, თქვა რობლესმა. სამძებრო სამუშაოებში იყენებენ დრონებს, ასევე საგანგებოდ გაწვრთნილ ძაღლებს.


განსაკუთრებით დიდი ზარალი ნახა ვალენსიის რეგიონმა, ასევე ანდალუსიის არაერთმა არეალმა. ესპანეთის ქალაქებში წყალდიდობა გამოიწვია ქარიშხალმა სახელწოდებით „დანამ,“ რომელსაც ახლდა კოკისპირული წვიმა.


ძლიერი წვიმა, რომელსაც წყალმოვარდნა მოჰყვა, 29 ოქტომბერს დაიწყო. წყალდიდობამ დაანგრია და დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, გზები, ხიდები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დასახლებული პუნქტები ლაფით და ნაგვით აავსეს. ადგილობრივი აქტივისტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ უუნარობაში, გამკლავებოდა სიტუაციას. საზოგადოებრივი ორგანიზაციები 9 ნოემბერს ვალენსიაში გეგმავენ საპროტესტო აქციას. ორგანიზატორების მტკიცებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვიანებით გააფრთხილა მოსახლეობა, რამაც გამოიწვია მსხვერპლის დიდი რაოდენობა.


 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Уроженка Красноярска Мирра Андреева проиграла в полуфинале Открытого чемпионата Австралии по теннису






«Ждала, что Надя извинится, скажет, прости»: Анна Седокова мстит Сысоевой в «Выжить в Самарканде. Игра сезонов»

В Домодедово открыли пункты сбора гуманитарной помощи

Новые поезда метро получат сверхпрочные стекла уже в 2025 году

Lada Largus за 730 тыс., Kia Rio за 1,2 млн и Chery Tiggo 8 Pro за 2,17 млн рублей. В России продадут машины должников