Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

დიპლომატები დამკვირვებლებს და ოპოზიციას შეხვდნენ საარჩევნო დარღვევებზე სასაუბროდ

0
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ.


ორივე შეხვედრა 1 ნოემბერს გაიმართა.


თავდაპირველად დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებმაც მათ ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს საარჩევნო დარღვევებზე.


დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის იყვნენ „ჩემი ხმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED).


„ჩემი ხმის“ ცნობით, „სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, ასევე, ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ“.




„ჩემი ხმის“ თანახმადვე, პრეზენტაცია მოიცავდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს.


მოგვიანებით, 18:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ოფისში დაიწყო დიპლომატების შეხვედრა სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.


პოლიტიკური ძალებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“.


მედიის ცნობით, დიპლომატებს შორის იყვნენ ისრაელის, ნატოს, საფრანგეთის, ლიეტუვის, ჩეხეთის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.


26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, ხმები კი ასე გადანაწილდა:



„ქართული ოცნება“ - 53,931%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%; "ძლიერი საქართველო" - 8,81%; "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.


ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.


26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.


დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.






 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

«Турнир Большого шлема покорится Андреевой и Шнайдер» — Вихлянцева






Синоптик Ильин: после январской оттепели в феврале в Москву вернутся морозы

Красноярец Дамир Идиятулин – обладатель Зимнего кубка РДС по дрифту

Лобовое ДТП на трассе М-5 "Урал" в Челябинской области унесло две жизни

Постпредство республики собирает информацию о бойцах СВО в московских госпиталях