Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ისრაელი აგრძელებს ლიბანზე იერიშს და ღაზაში თავდასხმებს აშშ-ის მცდელობის ფონზე, შეწყდეს ცეცხლი

0
1 ნოემბერს ისრაელმა გააგრძელა საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორზე, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა ბოლო 24 საათის განმავალობაში, იტყობინება სააგენტო Reuters-ი, ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით. 


1 ნოემბერს ისრაელის არმიამ ცეცხლი დაუშინა ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის სამხრეთ არეალებს.


ამ დროს აშშ-ის მეთაურობით დიპლომატიური მცდელობა, შეწყდეს ცეცხლი, ძნელად მიიწევს წინ.


ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ ბრალად დასდო ისრაელს „სიჯიუტე“ მოლაპარაკებაზე, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტია უსაფრთხოების უზრუნველყოფა „მიუხედავად ყოველგვარი ზეწოლისა და შეზღუდვისა“.


ისრაელი ღაზის სექტორში, მისი თანახმად, იბრძვის მიზნით, რომ გაანადგუროს აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება ჰამასი. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ლიბანში  წამოიწყო იმ მიზნით, რომ გაანადგუროს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა, დაჯგუფებისა, რომელიც ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს და რომლის პოლიტიკური ფრთის წევრები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან. ეს დაჯგუფება ტერორისტულად არის შერაცხილი აშშ-ში, ხოლო ევროკავშირი ტერორისტულად მის მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს.


მათ წინააღმდეგ საომარ მოქმედებს ისრაელი განაგრძობს მიუხედავად ვაშინგტონის მცდელობისა, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ორივე ფრონტზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს წინა პერიოდში.


აშშ-ში 47-ე პრეზიდენტს 5 ნოემბერს აირჩევენ.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Соболенко — третий год подряд в финале в Австралии. Арина подобралась к величию Граф и Селеш






Ефимов: в ЮАО девелоперы построили 4 объекта социнфраструктуры в 2024 году

Лукашенко: Систему «Орешник» в Белоруссии разместят ближе к Смоленску

О средней зарплате по столице: как статистика и реальность расходятся в разные стороны

Ребенку зажало руку на беговой дорожке в детском центре в Москве