14 ადამიანი დაიღუპა სერბეთში ვაგზალზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად
„იმედი გვაქვს, რომ მსხვერპლის რაოდენობა არ გაიზრდება - დაიღუპა 14 ადამიანი. მათგან ვერ ამოვიცანით - ხუთი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში.
2 ნოემბერი სერბეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბეტონის გადახურვა პირველ ნოემბერს, შუადღისთვის ჩამოინგრა. ის ვაგზლის შენობასთან, სკამებზე მომლოდინე ხალხს დაეცა.
შენობას რეკონსტრუქცია 2021 წელს ჩაუტარდა და განახლებული შენობა 2024 წლის 5 ივლისს გაიხსნა.