Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტარ იუკნევიჩიანეს განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით

0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და წერს, რომ ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის განცხადებები „აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია“.


„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების ფონზე, მისთვის ნათელია, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარი, რომელზეც აქამდე გამუდმებით ისმოდა, რომ ქართველებისთვის ღია იყო, ახლა იხურება.


„დიახ, [ევროპის] კარი იხურება მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა“, - ამბობს ევროპარლამენტარი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში შალვა პაპუაშვილი წერს:


„ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის, ქართველი ხალხია გამოსაცვლელი.


ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.


საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია“.




26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.


დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Вероника Кудерметова разгромно проиграла Белинде Бенчич во втором круге турнира WTA-500






Подмосковные конькобежцы стали победителями и призерами первенства России

Голы Месси и Суареса принесли «Интер Майами» победу в товарищеском матче

Гатилов: США не готовы к серьезной дискуссии с Россией по ядерному разоружению

Костромские продукты отмечены наградами международной выставки «ПродЭкспо»