Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

კიევის ოლქის ხელმძღვანელი: ოლქზე დრონებით იერიში რვა საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა

0
კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ოლქის ოთხ რაიონში დაზიანდა რვა კერძო სახლი, ბინა მრავალსართულიან სახლში, ასევე ორი ელექტროგადამცემი ხაზი.


მან სოცქსელებში დაწერა, რომ კიევის ოლქის წინააღმდეგ დრონებით შეტევა რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა.


ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის 1900-მდე აბონენტი.


გარდა ამისა, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა 82 წლის ქალი. ის საავადმყოფოში მოათავსეს.


კიევის ოლქში საჰაერო განგაში გაუქმდა, მაგრამ ის გაგრძელდა ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, არის ბალისტიკური რაკეტებით იერიშის საფრთხე.




უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მოხსნან შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებზე და უკრაინის ტერიტორიის თავზე საჰაერო სამიზნეების დაჭერა დაიწყონ. მისი თქმით, შემოდგომაზე მოსკოვმა გააძლიერა უკრაინის წინააღმდეგ დარტყმები.


უკრაინა ქვეყანაში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე ითხოვს დასავლეთის ქვეყნებისგან, ჩაკეტონ უკრაინის საჰაერო სივრცე.


კიევი ასევე დიდი ხანია სთხოვს მოკავშირეებს შორსმსროლელ შეიარაღებას, რათა დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ოქტომბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინას ასეთი დარტყმების განსახორციელებლად საკუთარი იარაღი მოეპოვება. კერძოდ, ლაპარაკია უპილოტო საფრენ აპარატებზე.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Михаил Кукушкин

Михаил Кукушкин удачно стартовал на турнире во Франции






Как добраться до Великого Новгорода из Москвы и Санкт-Петербурга

Экспедиция, Космо Кидс и Stereotech: на концерте «Музыка бизнеса» выступят ведущие российские предприниматели

«ТОП 15 LIKE FM» – смотри, что нравится на МУЗ-ТВ

В Подмосковье сотрудница Росгвардии рассказала в эфире «Радио 1» о работе с кадетами нового подшефного класса