Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

გიორგი რურუა სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

0
ტელეკომპანია "მთავარი არხის" მეწილე, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას და უწყების ფოტო ასლს რურუა ფეისბუქზე ავრცელებს.


"საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახლმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა. აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი, მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის?! მგონი ბიძინა ქვია და გვარი - ი ასოზე იწყება. ცირკია მა რა არიი - როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან: საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა", - წერს რურუა.




რადიო თავისუფლებას სუს-ში განუცხადეს, რომ გიორგი რურუა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. უწყების პრესსამსახურში გამოძიების შინაარსს არ აკონკრეტებენ, და ამბობენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეთქმულებას და ტერორიზმს გულისხმობს.


სუს-ის ცნობითვე, გიორგი რურუამ უარი განაცხადა მათთან გამოკითხვაზე მისვლაზე და, სავარაუდოდ, იგი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.


უწყებაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არაერთი პირია გამოკითხული.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Анну Курникову заметили в Майами в инвалидном кресле






Художник-постановщик «Ежика в тумане» подала в суд на ЦБ

«Ведомости»: суд в Москве запретил Google продолжать судиться в Калифорнии

Специалисты, к которым хочется возвращаться. Кем может гордиться Москва

Спасатели нашли тело фигуриста Наумова, погибшего в авиакатастрофе в Вашингтоне