ზახაროვა: გრეტა თუნბერგის მონაწილეობა ოპოზიციის აქციაში - დასავლეთის ჩარევაა
„ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს, როგორ გაამჟღავნა დასავლეთმა თავისი თავი მტკივნეული ჩართულობით საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ირგვლივ არსებულ სიტუაციაში,” - თქვა მან „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბში ყოფნისას და დაამატა, რომ დასავლეთი საფრთხეს ხედავს იმაში, რომ საქართველო „დაადგა თავისი სუვერენიტეტის დაცვის გზას".
4 ნოემბერს, თბილისში რუსთაველის გამზირზე მყოფმა თუნბერგმა, მხარი დაუჭირა საქართველოს ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საპროტესტო აქციებს მართავს.