რვამდე გაიზარდა ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის მიერ ტელეგრამით დღეს, 8 ნოემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. მათ შორის ერთი წლის ბავშვია. გასულ ღამით დადასტურებული იყო ოთხი ადამიანის სიკვდილი.
რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიე 7 ნოემბერს დაბომბეს. დანგრეულია სახლები და სამედიცინო დაწესებულება.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 8 ნოემბერს დილით განახლებული მონაცემებით, დაიჭრა 42 ადამიანი.