Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ტრამპი პუტინთან საუბარს არ გამორიცხავს

0
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ტელეფონით უკვე ესაუბრა ათეულობით ქვეყნის ლიდერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარსაც არ გამორიცხავს.


„ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, - განაცხადა ტრამპმა 7 ნოემბერს, ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში.


დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ესაუბრა 70 მსოფლიო ლიდერს. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.




დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ მიულოცა სოჭიდან, სადაც 7 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით სხდომაზე.


„ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა მივულოცო აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი იმუშავებს აშშ-ის სახელმწიფოს ნებისმიერ მეთაურთან, რომელსაც ნდობას ამერიკელი ხალხი უცხადებს.


პუტინის თანახმად, „ყურადღებას იმსახურებს“ ტრამპის საჯარო განცხადებები, „ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის დასრულებას“.


საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.




ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.


დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.




 


 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Во Франции на теннисном турнире ATP показали флаг России






Baza: в Москве пропала уборщица, которой случайно заплатили 550 тысяч рублей

Где и когда похоронят Олега Стриженова

С начала 2024 года более 2,5 тысячи многодетных мам в Московском регионе досрочно вышли на пенсию

В Рязанской области прошёл юбилейный фестиваль «Рязанский Валенок»