Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ბჟანია არ გადადგა, მომიტინგეთა მოლოდინი არ გამართლდა

0
„ვარ აფხაზეთში და მუშაობას გავაგრძელებ“ - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომლის გადადგომასაც 15 ნოემბერს ათასობით მომიტინგე მოითხოვდა, პოსტზე დარჩენის შესახებ აცხადებს.


მთელი დღის განმავლობაში ბჟანია არ გამოჩენილა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან - პოსტიდან გადადგომის შესახებ. რამდენიმე წუთის წინ, ასლან ბჟანიამ თავის მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვნენ და რომ პოსტზე რჩება ასევე „პრემიერ-მინისტრიც“.


"ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ მოვლენების [15 ნოემბერს მომხდარის] შედეგების აღმოფხვრისკენ", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.




15 ნოემბერს, სოხუმში, მთელი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქცია იმართებოდა. მომიტინგეები კვლავ სოხუმის ქუჩებში დგანან. ისინი აცხადებდნენ, რომ ბჟანიას გადადგომამდე არ დაიშლებოდნენ.


15 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, მოვლენები მოულოდნელად სწრაფად განვითარდა, როცა ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დღის მეორე ნახევარში, ისინი ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. იყო მცირედი დაპირისპირება, მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, მაგრამ შემდეგ - ძალოვნებს მათთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ.


აქცია ე.წ. პარლამენტის შენობასთან, 15 ნოემბერს, დილიდან იმართებოდა - როცა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი. საკითხის განხილვა ჩაიშალა. დღის წესრიგში საკითხის შესატანად, ე.წ. დეპუტატების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა და სესია არ შედგა.


გავრცელებული ცნობებით, სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი ავტომობილით გაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე ამ გზით შეიჭრნენ. რკინის ზღუდე მათ რამდენიმე ადგილას გაარღვიეს. როგორც იუწყებიან, ამჟამად, ჭიშკარი საერთოდ მოხსნილია ე.წ. სამთავრობო შენობების გარშემო.


აქციის მონაწილეები სოხუმისა და მოსკოვის საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვდნენ; ხოლო დღის მეორე ნახევრიდან, მათი მთავარი მოთხოვნა - ე.წ. პრეზიდენტის უპირობო გადადგომა იყო.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Энди Маррей

Джокович о работе с Марреем: «Не вижу, чтобы он нервничал на моих матчах – у него такое же непроницаемое лицо, которое я видел последние 30 лет»






Baza: школьник из станицы Краснодарского края угрожал убить 11 учеников

Пережаренные факты. Как два происшествия в рязанских школах стали поводом для хайпа

Сбой произошел в работе TikTok в РФ

Чемпионат России по прыжкам выиграли фигуристы из Санкт-Петербурга