Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

შაბათს "გაზპრომი" ავსტრიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

0
შაბათიდან, 16 ნოემბრიდან რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" ავსტრიისთვის გაზის მიწოდებას აჩერებს. ამის შესახებ რუსულმა კომპანიამ ავსტრიის ნავთობისა და გაზის მარეგულირებელ OMV-ს აცნობა.


Reuters-ის ინფორმაციით, "გაზპრომსა" და ავსტრიელ მომხმარებლებს შორის განხეთქილება უკვე დიდი ხანია მწიფდება. ავსტრია რუსულ გაზს "ჩრდილოეთ ნაკადის" გაზსადენის მეშვეობით იღებდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდებაში შეფერხებებმა იჩინა თავი. კომპანია OMV-მ "გაზპრომის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო არბიტრაჟში განსახილველად და 243 მილიონ ევროზე მეტი ზიანის კომპენსაციას მიაღწია. გარდა ამისა, ავსტრიის გაზის ქსელის ოპერატორებსა და "გაზპრომს შორის ხელშეკრულება 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.


კომპანია OMV-მ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან შეწყვიტონ რუსული გაზის იმპორტი და შეუძლიათ შეცვალონ იგი იტალიიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან, ასევე სხვა მომწოდებლებისგან შეძენილი ბუნებრივი აირით.

 



ავსტრია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც კვლავაც რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ავსტრიას რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება გაზსადენების მეშვეობით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის გავლით. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ, "გაზპრომთან" ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Рыбакина и Путинцева узнали свои места в новом рейтинге WTA






Новый способ получения водорода испытали в Дубне

Русская ель с магией Китая: в центре столицы проходит уникальная выставка

Ночной полёт: Ирина Хакамада, Марк Богатырёв и Василиса Перелыгина

Москва и Подмосковье в 2025 году станут местом проведения конкурса «Интервидение»