Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა

0
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი თამთა მიქელაძე წერს. მისივე ცნობით, 15 ნოემბერს სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღო.


"თბილისის საქალაქო სასამართლომ დაჩქარებულად მიიღო გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, რომლითაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით აფგან სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვაზე უარის შესახებ.


ანუ ამით სასამართლო თანამონაწილეობს აფგან სადიგოვის ალიევისთვის გადაცემის დანაშაულში და ბრმად და უნამუსოდ ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანში რისკების წინაშე არ დადგება ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც ორჯერ უკვე იყო დაპატიმრებული უკანონოდ ბაქოში.


პროკურატურაც აჩქარებს ექსტრადიციის მოთხოვნით სასამართლოში შესვლას.


ყველა რგოლი ჩართულია ამ ოჯახის განადგურებაში და ალიევის "ზაკაზის" შესრულებაში", - წერს თამთა მიქელაძე.




სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აფგან სადიგოვს საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.


აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.


4 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Блинкова победила Соррибес-Тормо и вышла во второй круг турнира WTA в Клуж-Напоке






В Московской области кошка спасла хозяина во время пожара

«Романтинки» ко Дню всех влюбленных

Череда смертей. В элитном ЖК «Алые паруса» не живется спокойно

Депутат Госдумы Александр Толмачев провел прием жителей Подмосковья