Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სადავო კანონპროექტს თმობს, ხალხი მის გადადგომას მოითხოვს

0
აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს სადავო კანონპროექტის ე.წ. პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ. ლაპარაკია კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების" რატიფიცირებას, რამაც ხალხის მღელვარება გამოიწვია.


„ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით“, - წერია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.


ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ ასლან ბჟანია უპირობოდ გადადგეს ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან. ბჟანიას გადადგომას ითხოვენ მომიტინგეები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციისა და ე.წ. პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. მათ დაიკავეს ბჟანიას კაბინეტი და სათათბირო ოთახი.






15 ნოემბერს სოხუმში, მიტინგზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.


სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ აქცია ე.წ. პარლამენტის შენობასთან, დილიდან იმართებოდა - კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი. საკითხის განხილვა ჩაიშალა. დღის წესრიგში საკითხის შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.


გავრცელებული ცნობებით, სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი ავტომობილით გაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე ამ გზით შეიჭრნენ. რკინის ზღუდე მათ რამდენიმე ადგილას გაარღვიეს.


ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრილი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს - გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და ისმოდა სროლის ხმაც. თუმცა სხვა ცნობებით, ძალოვნები მომიტინგეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ.


აქციის მონაწილეები სოხუმისა და მოსკოვის საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მიტინგს ხალხი ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან უერთდება. ხალხმა ალყაში მოაქცია ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი.




რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სადავო ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად წარმოაჩენდა, ხოლო ოპონენტებისთვის ეს დე ფაქტო სახელმწიფოს ინტერესების დათმობის ტოლფასია.


ამ ხელშეკრულებით რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Теннисистка Потапова поднялась на одну позицию в рейтинге WTA






Кирилл Клец - о спорте в Казани, конкурентах «Зенита» и работе Алекно в Питере

Юра Борисов в скромном костюме вместе с женой Анной и Светлана Ходченкова в эффектном образе: как прошла премьера фильма «Пророк. История Александра Пушкина» в Москве

В виртуальный «Подорожник» петербуржцев добавят льготные проездные

«Мир гитары» соберет музыкантов из 15 стран