ბრაზილიაში G20-ის სამიტზე ექვსმა ქვეყანამ დაგმო რუსეთის აგრესია
ევროპის ექვსი სახელმწიფოს განცხადებაში, რომელიც ომის დაწყებიდან 1000 დღის გასვლას ეძღვნება, ნათქვამია, რომ რუსეთმა ათასობით ადამიანი მოკლა და არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი.
„რუსეთის უგუნური რევიზიონიზმი და დაჟინებული უარი, დაასრულოს აგრესია და ჩაერთოს შინაარსობრივ მოლაპარაკებებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობას, თავისუფლებას და კეთილდღეობას ევროპის კონტინენტზე და ტრანსატლანტიკურ სივრცეში. რუსეთი სულ უფრო მეტად ემყარება ისეთ პარტნიორებს, როგორებიც არიან ირანი და ჩრდილოეთი კორეა, რათა გააგრძელოს უკანონო ომი,“ აღნიშნულია განცხადებაში. ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ მოუწოდა ევროპულ სახელმწიფოებს, „გააძლიერონ თავიანთი როლი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ითანამშრომლონ ტრანსატლანტიკურ და გლობალურ პარტნიორებთან“.