Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 4,65 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალს ჩამოაჭრის

0

"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აპატიოს უკრაინას 4,65 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.

ოფიციალური პირები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვებენ თანამდებობას, ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინას მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ ომში.

აშშ-ის კონგრესის მიერ აპრილში მიღებული კანონპროექტით, რომელიც შეიცავდა 9,4 მილიარდი დოლარის შეღავათიან სესხსაც ეკონომიკური და საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, პრეზიდენტს 15 ნოემბრის შემდეგ შეუძლია ამ კრედიტის ნახევრის გაუქმება.

ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს ტრამპის ინაუგურაციამდე დახარჯოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად უკვე გამოყოფილი შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი.

ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 60,7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. პრეზიდენტად არჩევამდე, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევისთვის.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Андрей Рублёв вышел в четвертьфинал турнира категории ATP-500 в Дохе






После нападения на полицейских в Новой Москве возбуждено уголовное дело

ЦСКА — «Динамо» Минск — 1:4. Видеообзор матча КХЛ — 2024/25

Здесь делают российские сим-карты. В Москве горит Институт точной механики

В Москве горит здание института вычислительной техники