Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

კონგრესმენმა მეტ გეცმა მოხსნა თავისი კანდიდატურა აშშ-ის გენერალური პროკურორის პოსტზე

0
აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მეტ გეცმა ოფიციალურად მოხსნა გენერალური პროკურორის და იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატურა. ის ამ თანამდებობაზე არჩეულმა.

გეტცმა განაცხადა, რომ თუ მას დაამტკიცებდნენ ამ პოსტზე, ეს შეიძლებოდა გამხდარიყო ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სამზადისის პროცესში ხელისშემშლელ ფაქტორად. მას მიაჩნია, რომ ვაშინგტონში გრძელვადიანი უთანხმოების დრო არ არის და იუსტიციის სამინისტრო მზად უნდა იყოს იმუშაოს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის პირველივე დღიდან.


"მე ყოველთვის ამაყი ვიქნები, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ თანამდებობაზე დამასახელა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამერიკას გადაარჩენს", - განაცხადა გეცმა.


24 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა 42 წლის კონსერვატორი კონგრესმენი მეტ გეცი. აშშ-ში იუსტიციის მინისტრი ქვეყნის გენერალური პროკურორიცაა.


 




გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გეცის კანდიდატურა სადავო გახდა, რადგან მის მიმართ 2020 წლიდან არსებობს ეჭვები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან სავარაუდო კავშირის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენების და ქრთამის აღების შესახებ.



იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების საფუძველზე უარი თქვა კონგრესმენისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენაზე, თუმცა 2021 წლიდან გეცის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომისიაში. თავად კონგრესმენი ყველა ბრალდებას უარყოფს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина раскрыла подробности о проблемах со здоровьем в прошлом году






«Думаю, нас разбанят не раньше лета 2026 года»

В Подольске 4 молодые семьи получили сертификаты на покупку жилья

Жители и гости Луховиц 19 января приглашаются в парк имени Воробьева на развлекательную программу

Появление в России Kia Sportage по обновленным ценам