Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ექსპერტიზის დასკვნით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული შერაცხადია - ოჯახის ადვოკატი

0

ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი შერაცხადია, - განუცხადა რადიო თავისუფლებას აბრამიძის ოჯახის ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა.

ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ბექა ჯაიანი, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, 20 დღით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლიდა.

ექსპერტიზის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ლელა ნანიტაშვილის მიერ შეთავაზებულ შუამდგომლობას ჯაიანის ადვოკატები დასთანხმდნენ.

ადვოკატმა 22 ნოემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ექსპერტიზით დადგინდა, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული „შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა“.

26 წლის ბექა ჯაიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა დეკემბერში გაიმართება.

37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს თავის ბინაში მოკლული იპოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს.

სასამართლომ მას 20 სექტემბერს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ана Иванович

Футболист Швайнштайгер и теннисистка Иванович расстались два месяца назад






Калужанин стал одним из лучших брейкеров в стране

Андрей Воробьев: нужно постоянно наводить порядок в работе УК Подмосковья

Гендиректор «Русской Медиагруппы» приняла участие в Российском форуме индустрии дизайна

Зачем Дональд Трамп трижды приезжал в Россию, и почему в Москве не построили Trump Tower