Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

პაპუაშვილი განმარტავს, როგორი იქნება ახალ პარლამენტში პირველი სასესიო კვირა

0
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა ორშაბათს, 25 ნოემბერს, გაიმართება და 12:00 საათზე დაიწყება.

მან 22 ნოემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა პროცედურები ჩატარდება პირველ დღეს:

„ცესკოს უკვე გამზადებული აქვს პარლამენტის არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები. ყველა წევრმა უნდა აიღოს ეს ცესკოსგან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმითვე, 25 ნოემბერს, დილის 11 საათიდან დაიწყება სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა წერილობითი რეგისტრაცია:

„11 საათიდან სხდომათა დარბაზთან დაიწყება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების გატარება, 12 საათზე კი დაიწყება სხდომა, რომელსაც გაუძღვება პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე“.

პარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგი კი, თავმჯდომარის თანახმად, ასეთი იქნება:


ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მოხსენება არჩევნების შედეგებზე;მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის/პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;შესვენება - რა დროსაც ყალიბდება ფრაქციები;შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატების დასახელება და არჩევა;მორიგი შესვენება, რა დროსაც ყალიბდება კომიტეტები;განახლებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი კვლავ მოქმედი სპიკერი შალვა პაპუაშვილი იქნება.

შალვა პაპუაშვილის თანახმად, პირველ სასესიო კვირაში პარლამენტის დღის წესრიგი ასეთია:


ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა - ეს თარიღი პარლამენტმა უნდა დანიშნოს;ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება და სამთავრობო პროგრამის დამტკიცება;

„მომავალი კვირის ბოლოსთვის გვეყოლება სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი და მთავრობა“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.

შემდეგ პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნების გზით აღარ აირჩევენ.

პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელსაც 300 ადამიანი აკომპლექტებს:


საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი);აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი);აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი);109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები 16 ნოემბერს შეაჯამა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო, რაც პარლამენტში 89 დეპუტატს ნიშნავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, - რომელიც, ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, - საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების არაკონსტიტუციურობის საკითხზე.

იგი მიიჩნევს, რომ არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპები დაირღვა და ამიტომ შედეგები უნდა გაბათილდეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Юлия Путинцева

Юлия Путинцева обыграла американку и ждет Арину Соболенко






Москва: штормовой ветер, гололед и мокрый снег уже сегодня - будьте готовы!

МЧС: Снегопад, гололедица и сильный ветер ожидаются в Москве 1 января

Захарова заявила, что россиянам не нужно ничего доказывать странам Запада

ПОЯВИЛОСЬ ВИДЕО НОВОГОДНЕГО ОБРАЩЕНИЯ В.В.ПУТИНА. "Z" И "АЗ" В НЛП СВО. МНОГО НАТО НЕ НАДО ХОРОШИМ ДРУЗЬЯМ! Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?! Владимир Путин. Новости.