ევროპარლამენტის პრეზიდენტი გერმანიას მოუწოდებს გადასცეს უკრაინას Taurus-ის რაკეტები
აღსანიშნავია, რომ მეცოლამ დადებითად უპასუხა კითხვას, უნდა დართონ, თუ არა უკრაინას დონორმა ქვეყნებმა შორეული რადიუსის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში სამიზნეების განადგურების ნება და უნდა უზრუნველყოს, თუ არა გერმანიამ უკრაინისათვის თავისი Taurus-სი სისტემების გადაცემა.
მიუხედადავ იმისა, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ მეორეა აშშ-ის შემდეგ, კენცლერი ოლაფ შოლცი უარს ამბობს უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე.
შოლცი არ ემხრობა ამ ეტაპზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეას.
24 ოქტომბერს ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება, რაც ყველამ იცის და ამ საკითხში უთანხმოება არ არსებობს. შოლცის თქმით, ამჟამად ნატოში უკრაინის მიწვევა მოსალოდნელი არ არის, რადგან მიწვევა, როგორც წესი, სწრაფად გაწევრებას უკავშირდება.