Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

გმირთა მოედანი გადაიკეტა - ოპოზიციის ლიდერების თქმით, დამატებით გეგმებს დააანონსებენ

0
შაბათს, 23 ნოემბერს, დღის 16:00 საათის შემდეგ ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.


ოპოზიციის წევრებმა კარვების აღმართვა დაიწყეს.




ორგანიზატორები არიან პარტიები - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.


აქცია 15:00 საათზე დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.


დაახლოებით ერთ საათში, ოპოზიციის ლიდერების მოწოდების შემდეგ, აქციამ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა.




ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარია აცხადებენ, რომ გმირთა მოედანი გადაიკეტება საღამოს 10 საათამდე.


ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ.


მათივე თქმით, დღის განმავლობაში მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას.


ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.


25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული. მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.




ამავე პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ - ორგანიზებით გამართული აქცია პოლიციამ დაშალა. დააკავეს 16 ადამიანი.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев отметил положительные аспекты отстранения Синнера






РЕН ТВ: в московском торговом центре "Афимолл Сити" произошла массовая драка

«В беззаявительном порядке». Кто в Севастополе с сегодняшнего дня начнёт получать выплату в честь 80-летия Победы в ВОВ?

Пятигорчанин погасил кредит, чтобы поехать в отпуск за границу

Башня эволюция