Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

ახალ მთავრობაში იცვლებიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის და სოფლის მეურნეობის მინისტრები

0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, - რომელსაც პარლამენტი 25 ნოემბერს დაამტკიცებს, - სამი მინისტრი იცვლება.


მინისტრობის კანდიდატები - პარლამენტის წევრები - კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე:


საგარეო საქმეთა მინისტრი:


მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა.


ბოჭორიშვილი 2020-24 წლების (მე-10 მოწვევის) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.


იუსტიციის მინისტრი:


ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს, რომელიც 2021 წლის 1 აპრილიდან იკავებდა პოსტს.


ოხანაშვილი ბოლო მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.


სოფლის მეურნეობის მინისტრი:


დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას, რომელიც პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა.


სონღულაშვილი 2020-24 წლების პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.


პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს და განაცხადა, რომ სამივე მათგანი განაგრძობს მაღალ თანამდებობებზე მუშაობას.


„დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, - თქვა მან.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Российская теннисистка Потапова пробилась в финал турнира WTA в Румынии






Тульский опыт использования нейросети в медицине представили на Всероссийской конференции

Все в гари и копоти. Возбуждено уголовное дело по пожару на Электрозаводе

В результате пожара на востоке Москвы госпитализировали пятерых с отравлением продуктами горения

Собянин: московские школьники показали свои разработки умных устройств