Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2024

პოლიტპატიმრად აღიარებულ ნიკიტა ჟურაველს რუსეთის სასამართლომ 13,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

0

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო 20 წლის ნიკიტა ჟურაველი და 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მანამდე ჟურაველი გროზნოს სასამართლოს მიერ დამნაშავედ იყო ცნობილი ხულიგნობასა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაში და 3,5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ვოლგოგრადის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელთა ერთობლიობის საფუძველზე ნიკიტა ჟურაველი კოლონიაში 14 წელს გაატარებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვოლგოგრადის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული ჟურაველის საქმის განხილვა 14 ნოემბერს დაიწყო და უკვე 25 ნოემბერს განაჩენი გამოაცხადა.

ვოლგოგრადის ოლქის პროკურატურის მიერ 2024 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვერსიით, ნიკიტა ჟურაველმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს მესენჯერით შესთავაზა თანამშრომლობა და 2023 წლის მარტში გაუგზავნა რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობის და სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავების ვიდეოჩანაწერები.

ნიკიტა ჟურაველი 2023 წლის მაისში ქალაქ ვოლგოგრადში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეგრამ-არხმა „უტრო დაგესტანა“ გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ წვავს კაცი ვოლგოგრადის მეჩეთთან ყურანს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ჟურაველმა აღიარა, რომ ყურანი სწორედ მან დაწვა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით და 10 ათასი რუბლის ჯილდოს სანაცვლოდ. უფლებადამცველი ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ ნიკიტა ჟურაველს ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ბასტრიკინის განკარგულებით, ნიკიტა ჟურაველი გადაიყვანეს ჩეჩნეთში, სადაც ხულიგნობისა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს და 2024 წლის თებერვალში მიუსაჯეს 3,5 წლით პატიმრობა. უფლებადამცველებმა ჟურაველის ვოლგოგრადიდან გროზნოში გადაყვანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევად შეაფასეს.

გროზნოს იზოლატორში ნიკიტა ჟურაველს სცემა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა, ადამმა. ცემის ამსახველი ვიდეო რამზან კადიროვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შვილის საქციელით ამაყობს. მომხდარმა საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

მოგვიანებით ჟურაველი ვოლგოგრადში დააბრუნეს. უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალს" 20 წლის ნიკიტა ჟურაველი პოლიტპატიმრად ჰყავს აღიარებული.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
US Open

Джокович не дал Алькарасу собрать карьерный Большой шлем в 2025-м






Татарстан и Башкирия вошли в ТОП-5 рейтинга Роскачества

На востоке Москвы построят жилой комплекс бизнес-класса на 211 квартир

Сергунина: За год московские компании представили товары почти в 20 странах мира

В ивановских детдомах стало меньше ребят